რომელია ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი – BAG
- ბიზნესიეკონომიკა
- თებერვალი 14, 2026
- 28
საქართველოს ბიზნესს ასოციაციის [BAG] ინდექსის მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში, 2025 წლის III კვარტალთან შედარებით, შემცირდა იმ კომპანიების წილი (3%-ით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს.
2025 წლის IV კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, შეზღუდული ფინანსური რესურსები ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არას ტაბილურობა.

სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში:
- სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში (90%) და მცირე ზომის კომპანიებში (65%).
- სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად აწუხებს საშუალო ზომის კომპანიებს (48%), განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს (70%).
- სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ ვაჭრობის სექტორში (68%) დგას, რაც ყველა ზომის კომპანიაში თანაბრად პრობლემურია.
- შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელის შემშლელი ფაქტორიყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის არის (70%), ხოლო ვაჭრობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ აღინიშნება.
- საწარმოთა ზომის მიხედვით კი, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებში (24%) ფიქსირდება.
- ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია ვაჭრობის სექტორში (23%) და თითქმის თანაბრად აწუხებს მცირე (18%) და საშუალო ზომის ბიზნესებს (15%).
ამასთან, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა (9 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები შემსუბუქდა (5-5 პროცენტული პუნქტით).
ასევე აღსანიშნია, რომ 2025 წლის IV კვარტალში სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის კომპანიათა უმეტესობამ ყველაზე ხელის შემშლელ ფაქტორად მარეგულირებელი გარემო მიიჩნია. სექტორებს შორის მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე ხშირად ვაჭრობის სექტორში დასახელდა, ხოლო ყველაზე იშვიათად – მრეწველობის სექტორში.
სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული თანაბრად ხელის შემშლელია მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად ხელის შემშლელად დასახელდა მრეწველობის სექტორში.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელის შემშლელად დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად – მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში.
- Tags
- BAG
- ბიზნეს საქმიანობა
- ბიზნესი